იემენის ჰუსიტმა მეამბოხეებმა, რომლებიც ირანის მოკავშირეები არიან, გამოაქვეყნეს Galaxy Leader-ის სავაჭრო გემის ხელში ჩაგდების ამსახველი ვიდეო, შესახებ, რომელთანაც ერთ–ერთი ისრაელელი ბიზნესმენი ირიბად ასოცირდება.
ვიდეოში, რომელიც რამდენიმე კადრისგან შედგება, ასახულია როგორ ეშვებიან შეიარაღებული პირები შვეულმფრენიდან გემბანზე, ხელში იგდებენ გემს და პორტში გადაჰყავთ რამდენიმე ნავის ესკორტით.
مشاهد للعملية العسكرية النوعية للقوات البحرية اليمنية على السفينة الإسرائيلية والسيطرة عليها واقتيادها إلى الساحل اليمني – 19-11-2023م pic.twitter.com/xukot1li7g
— الإعلام الحربي اليمني (@MMY1444) November 20, 2023
სავაჭრო ხომალდი Galaxy Leader ჰუტისებმა წითელ ზღვაში კვირას დააკავეს. მათ განაცხადეს, რომ ეს იყო ისრაელთან საზღვაო ომის დასაწყისი.
ისრაელმა კი განაცხადა, რომ Galaxy Leader-ს არაფერი აქვს საერთო ისრაელის სახელმწიფოსთან. ის მხოლოდ იმ კომპანიას ეკუთვნის, რომლის წილს ისრაელის ბიზნესმენის რამი უნგარი ფლობს, , გემს კი საერთოდ სხვა კომპანია, იაპონური Nippon Yusen მართავდა. მფლობელთა გუნდში შედიან ფილიპინების, ბულგარეთის, უკრაინის, რუმინეთისა და მექსიკის მოქალაქეები – და არც ერთი ისრაელელი.