გათიშეთ ტელევიზორი და ყველა გადით რუსთაველზე! – “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის გზავნილს საპატიმროდან, მისი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ავრცელებს.
“ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე, არავინ დარჩეს სახლში, არავინ დარჩეს ტელევიზორთან და ყველას მოუწოდებს, რომ გამარჯვების დღეს რუსთაველზე ყველა ადამიანი იყოს და ერთიანად, თავად ნახონ გამარჯვება” – ამბობს ლაშა ტყეშელაძე.