“გაიღვიძე საქართველო! გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია – ანექსია მარტო ტანკი არ არის. სასწრაფოდ დაუწესდეს რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი! ასე თუ გაგრძელდა, მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე!”
ასე ეხმაურება “ლელო-საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსეთიდან ფრენების აღდგენასა და პირველი ავიარეისის შესრულებას.