“რა თქმა უნდა, ძალიან გაკვირვებული ვართ ძალიან ბევრი რამით, რაც ახლა საქართველოში ხდება. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ფრენები აღდგა მოსკოვიდან საქართველოში, რადგან ევროკავშირში რუსული თვითმფრინავები არ დაფრინავს, ისინი სანქციების ქვეშ არიან.
რაც შეეხება უკვე დღეს განვითარებულ მოვლენებს, ეს ძალიან მიკვირს, რადგან ლავროვის ოჯახი სანქცირებულია და მათი შეშვება ევროპულ ქვეყნებში აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა, რომ არ უერთდებიან სანქციებს, მეორე მხრივ ნათქვამი აქვთ, რომ სანქციების გარკვეულ ნაწილს შეუერთდებოდნენ, მაგრამ ამას ვერ ვხედავთ იმის მიუხედავად, რომ ეს აუცილებელია”,
აცხადებს ფინეთის ელჩი სამხრეთ კავკასიაში, კირსტი ნარინენი.