“კატეგორიულად ვეთანხმები ჩემს მეგობარსა და კოლეგას, ანნა ფოტიგას.
ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა საზღვარგარეთ გაიაროს საჭირო სამედიცინო მკურნალობა. არავითარი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა”.
წერს ამის შესახებ, ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი და ანნა ფოტიგას განცხადებას ეხმაურება, სადაც იგი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბრობს.