გამოართვით ყველას ყველაფერი და არჩევნებზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება – უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა მთავრობის მიერ დაანონსებულ დახმარებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს შეურაცხმყოფელია. უგულავა მიიჩევს, რომ მოქალაქეებმა უნდა მიიღონ მთავრობისგან შეთავაზებული დახმარება, რადგან ეს მათ ეკუთვნით, შემდგომ კი არჩევნებზე სწორი არჩევანი გააკეთონ.

“გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი და ერთადერთ რამეს მიანიშნებს. ხალხო, თუ გინდათ, აი, ასეთ ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, ზუსტად ასე, მთელი ერთი წლის მანძილზე, როგორც სახრეს ურტყამდით, აი ასე უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ არ გადავირჩევთ.

ეს მთავრობა სხვა არაფერზე რეაგირებს, ამიტომ, გამოართვით ყველას ყველაფერი იმიტომ, რომ ეს გეკუთვნით თქვენ და არა გახარიას და ივანიშვილს და არჩევნებზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ასე სამათხოვროდ, წყალობით და ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს.

ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ თქვენი ქონება, გააგდებინეთ ყვავს კაკალი პირიდან და არჩევნებზე შემოხაზეთ ოპოზიცია და გავუშვათ ეს უმაქნისები და მავნებლები და გავიყვანოთ ქვეყანა გამარჯვებისა და განვითარების გზაზე”, – ამბობს უგულავა.

ცნობისთვის, მთავრობა 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200 ლარით ერთჯერადად დაეხმარება.

გარდა ამისა, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ის 80 ათასი თვითდასაქმებული, რომლემაც დახმარების მისაღებად დოკუმენტები ვერ წარადგინა.

მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.

“ეკლესია ყოველთვის უჭერს მხარს არსებულ ხელისუფლებას” – მეუფე ანტონი

"როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ვიქნებით მასთან" - განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა...

COVID-19-ით გარდაიცვლილი მე-20 პაციენტი სოხუმის სკოლის მასწავლებელია

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილი 60 წლის ქალია, რომელიც  სოხუმის პირველი...

ეს არ ნიშნავს მხარდაჭერას – მეუფე შიო მეუფეების საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაზე

არ ნიშნავს მხარდაჭერას,- ასე უპასუხა საქართველოს კათოლიკოს  პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტების შეკითხვას, მეუფეების...

ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა – ვაშაძე

ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“...

ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის – ბოკერია სააკაშვილზე

სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის...

მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი დაანებონ – გუბაზ სანიკიძე ოპოზიციას მიმართავს

მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი დაანებონ - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გუბაზ...

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებისა და მათთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი...

საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო