გამორიცხულია, დიდმა პარტიამ პატარა პარტიას რაიმე პოზიციის შეცვლა აიძულოს – ბადრი ჯაფარიძე

გამორიცხულია, რომ ვინმე მეტ-ნაკლებად დიდმა პარტიამ პატარა პარტიას აიძულოს რაიმე პოზიციის შეცვლა, – ასე პასუხობს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტების კითხვას ხომ არ მოექცნენ პატარა ოპოზიციური პარტიები დიდი პარტიების გავლენის ქვეშ თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას.

„არავინ არავის გავლენის ქვეშ არ არის. ყველა მოქმედებს თავისი შეხედულების შესაბამისად. გამორიცხულია, რომ ვინმე მეტნაკლებად დიდმა პარტიამ პატარა პარტიას აიძულოს რაიმე პოზიციის შეცვლა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიების ერთსულოვნება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს შეხვედრაც მოწვეულ იქნა იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს წარმოდგენა იმ საკითხებზე, რაც გუშინ ჩვენს მოდერატორებს გადავეცით.