“გამოძიებას შეიძლება 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი” – ასე ეხმაურება, შინგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, გუშინ 4 მაისს, დავით გარეჯში, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტს. გომელაურმა ყველანაირი ძალადობა დაგმო, თუმცა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გამოძიების მუხლის კვალიფიკაციის შეცვალა პროკურატურის კვალიფიკაციაა.
“პროკურატურამ უნდა იმსჯელოს უკვე კვალიფიკაციის შეცვლაზე, გუშინ რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ, მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, მნიშვნელობა არ აქვს, პირველ რიგში ჟურნალისტებზე, ასევე მოქალაქეებზე. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან შესაბამისად კანონის.
მე არ ვარ გამომძიებელი, მე ვარ შს მინისტრი, რაც მომახსენეს მე, დავიწყეთ გამოძიებაო, ფაქტიდან გამომდინარე, ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, იქიდან გამომდინარე, შეიძლება 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი არ დაემატოს”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, გუშინ 4 მაისს, დავით გარეჯში, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს და ივერი მელაშვილს ადგილობრივები და ნასვამი სასულიერო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დამტვრეულია ტელევიზიის კამერა და ნაცემია ოპერატორი.