გამოწვევა მიღებულია-გახარია ივანიშვილის დაბრუნებაზე

პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და გახარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ტვიტერში ეხმაურება.
“კარგია, რომ როგორც იქნა ივანიშვილმა მოახერხა ჩრდილიდან გამოსვლა.
თავის მართლება იყო სუსტი.
გამოწვევა მიღებულია.
ყველას გილოცავთ ახალ წელს!”“– წერს გახარია.
“ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.