კორონავირუსით ინფიცირებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, ამ ეტაპზე ამირან გამყრელიძეს არანაირი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება.
„სახლშია, თვითიზოლაციაშია, აგრძელებს თვითმონიტორიგნს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.