დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით საქართველოში ინდური შტამი ლაბორატიულად არ დაფიქსირებულა.
ამით ის პარლამენტის წევრის, ლადო კახაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ინდური შტამის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
„საქართველოში ინდური შტამი ლაბორატიულად არ დაფიქსირებულა. ბატონ ლადოს შეიძლება აქვს სხვა მონაცემები. მე გიდასტურებთ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა. ალბათობა იმისა, რომ იყო ქვეყანაში, ნამდვილად არის, მაგრამ ჩვენ, რასაც ვასეკვენირებთ და ვიკვლევთ შტამებს ძირითადად არის ბრიტანული შტამი“ , – განაცხადა გამყრელიძემ.
მან საზოგადოებას მოუწოდა, ინდური შტამისგან აჟიოტაჟი არ შექმნან, რადგან ეს შტამები რაღაც პერიოდში ყველა ქვეყანაში გაჩნდება.
“იმიტომ, რომ ვაქცინები, რაც ჯერ ადმინისტრირდება, მეტნაკლები ეფექტურობით ფარავენ ამ მუტირებულ შტამებს”,– აღნიშნა გამყრელიძემ.