განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში გადავიდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი მინისტრის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.

„მინისტრს არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს. მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.