გივი თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 7-თვიანი პატიმრობა და 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა რის შემდეგაც ის ვაკის პოლიციის განყოფილებასთან მივიდა და დააკავეს.
“მაშინაც ვნახეთ, რომ თუ გადაწვიტეს, ასრულებენ. მე, [როცა მანქანაში აფეთქება სცადეს], მაინც გადავრჩი და კიდევ გადავრჩები. უნდოდათ აფეთქება, ამაფეთქეს. მაგის შიშით რაღაცების გაკეთება, არ გამოვა” – ამბობს გივი თარგამაძე განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
თარგამაძე საკუთარი სახლიდან ვაკის პოლიციის შენობასთან თავად მივიდა.
გივი თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
ამავე საქმეზე 7-7 თვე უკვე მიუსაჯეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს და ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, გიორი ვაშაძეს. 8-8 თვე კი, ძლიერი საქართველოს ლიდერებს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
ე.წ. კომისიაზე არმისვლის საქმეზე პატიმრობაში ასევე იმყოფებიან – კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.