“საქართველოს ეკონომიკა ძალიან პატარაა და საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან ერთ მილიარდზე ნაკლებია, ევროკავშირმა გასულ წელს ერთი მილიარდი ევრო ყოველდღე გადაუხადა რუსეთს, ანუ რუსეთმა მიიღო 300 მილიარდი ევრო ევროკავშირისგან გასულ წელს და სავაჭრო ბრუნვა საქართველოს მხრიდან მხოლოდ ერთი მილიარდია წელიწადში, ამიტომ ჩვენი გავლენა ეკონომიკური სანქციების შემთხვევაში იქნებოდა 0,3%, ხოლო ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა იქნებოდა უმნიშვნელოვანესი. ამიტომ, ჩემი აზრი არის ასეთი, როცა ამ საუბარს ვაწარმოებთ, სრულიად შევესაბამებით საერთაშორისო საფინანსო სანქციებს, ამას ვაკეთებთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის უწყებებმა, ყველამ აღიარეს რომ საქართველო სროლად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სხვა რაღაცაა. ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან, არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები და აშშ-ც იგივეა, საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი, ამიტომ შუაში ხართ.

მეორე მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ძალიან განაწყენებულები ვიყავით, რომ სერიოზულად არავინ არ მიიღო 2008 წლის ომი, ეს არის მიზეზი,”

აცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.