კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, თბილისის მერს, კახი კალაძეს აქებს. ამის შესახებ სიმონიანი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.
სიმონიანი კახი კალაძის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აზიარებს და წერს: “საქართველო ამ სიტუაციაში განსაკუთრებული გონიერებით მოქმედებს”
ცნობისთვის, კალაძემ, სამთავრობო ტელევიზიაში თქვა, რომ სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება დააზიანებს “გაჭირვებულ ხალხს, ვინც 24-საათიან რეჟიმში შრომობს, იმისთვის, რომ ოჯახში რაღაც პატარა ლუკმა-პურის ფული შეიტანოს”.