განსაკუთრებულ აგრესიულობას ამ ახალ ვარიაციას ვერ მიაწერენ – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ახალი მიუ შტამი, საგანგაშო არ არის. ამის შესახებ, გაბუნიამ Rustavi2-ის ეთერში ისაუბრა.
“დელტა შტამი მაინც მთავარი წუხილის საგნად რჩება. მიუ შტამთან დაკავშირებით, ბევრი ქვეყანა არის ასევე დაკვირვების პროცესში. ჩვენთან არ დაფიქსირებულა ჯერ–ჯერობით ასეთი შემთხვევა, რამე განსაკუთრებულ აგრესიულობას ამ ახალ ვარიაციას ვერ მიაწერენ, თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ, რა იქნება მსოფლიო გამოცდილება და ამის მიხედვით, შემდეგ ჩვენც მივიღებთ შესაფერისს ზომებს”, – განაცხადა გაბუნიამ.