“წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასე არის “ქართული ოცნების” ლიდერების საქმე, იმიტომ რომ მათი რიტორიკა, რომელსაც ხალხი ხედავს ტელევიზორში, ძალიან ჩამოშორებულია იმ რეალობისგან, რომელსაც ხალხი ხედავს სინამდვილეში, განსაკუთრებით რეგიონებში. ის სიდუხჭირე, დასაქმების შესაძლებლობების არარსებობა, ფეოდალიზმი…ყველა ემზადება – ან იქნება ცვლილება, ან ემიგრაციისთვის. ეს არის ჩვენი რეალობა.
რაც არ უნდა გაიმეორონ პოლიქრონიონივით რამდენიმე ოცნების ლიდერმა, შეცვლა რომ ნდომოდათ, ისინი ამ რეალობას შეცვლიდნენ. ერთმა ამერიკელმა მწერალმა თქვა, რომ გარდაუვალია გადასახადები და სიკვდილიო. მე დავუმატებდი – გარდაუვალია “ქართული ოცნების” წასვლა ხელისუფლებიდან”
ამბობს პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე TV პირველის ეთერში.