გარეჯში აღდგომის ტაძარში მომლოცველებს არ უშვებენ

დავით გარეჯში, აღდგომის ტაძარში მომლოცველებს არ უშვებენ. სამონასტრო კომპლექსში ლიტურგიას უამრავი მომლოცველი დაესწრო, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, აღდგომის ტაძარი ცარიელია.

მესაზღვრეების თქმით, “დავითის ცრემლები” არის ბოლო წერტილი, სადაც მრევლს შესვლის უფლება აქვს, რომლის იქით კი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან.