“ლომჯარიათი როგორ უნდა მოატყუო ქართველი ხალხი, ეს ხომ წარმოუდგენელია. ეს ადამიანი პირდაპირ ერთ-ერთი უცხოელი აგენტი, ნაციონალი, გაქანებული ნაციონალი…გახარია ვერ მიყიდეს საზოგადოებას, რომელიც პრემიერი იყო მანამდე “ქართულ ოცნებაში” რამდენიმე თვით ადრე და ლომჯარია როგორ უნდა მიყიდო შუაშისტად ქართულ საზოგადოებას? ეს წარმოუდგენელია.
აქედან ჩანს, რომ ეს ადამიანები, მათ შორის ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, მათი პატრონები, საერთოდ ვერ გრძნობენ სიტუაციას ჩვენს ქვეყანაში. ვერ გრძნობენ იმას, რომ, მაგალითად, ლომჯარიას ვერ მიყიდი ხალხს შუაშისტად, ვერც დათო ტურაშვილს ვერ მიყიდი ხალხს შუაშისტად. კაცი გამოდის კეზერაშვილის ტელევიზიიდან მაღალ მატერიებზე მოძღვრავს საზოგადოებას, სწორად იყო ამ წერილში ნათქვამი. ეხლა ესეთი კაცი როგორ უნდა მიყიდო ხალხს შუაშისტად? რა თქმა უნდა, ვერ მიყიდი. აქედან გამომდინარე, ეს არის მორიგი წარუმატებელი მცდელობა იმისა, რომ რაღაცა შუაშისტური, რეალური ნაციონალური ძალა შექმნან. როგორც ჩავარდა წინა პროექტები, ასევე ჩავარდება, რა თქმა უნდა, ეს პროექტიც, ნებისმიერ სხვა პროექტიც. საზოგადოებამ იცის, რომ არის სინამდვილეში, სამწუხაროდ, ორი მხარე – ეს არის “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” და მთელი ეს პროცესები წარიმართება ამის გარშემო.”
განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.