პარასკევი, 23 თებერვალი , 2024, 01:12

გახარიამ თქვა, ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა, თვითმფრინავის დაცლაში მივეხმარებიო – კულუმბეგოვი

იმუნოლოგ–ალერგოლო ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ახალი პრემიერის პირობებში ის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე აღარ ყოფილა.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ამბობდა, რომ თუ ვინმე ქვეყანაში ვაქცინას შემოიტანდა, თვითმფრინავის დაცლაში მიეხმარებოდა.

“წინა შეხვედრაზე გულწრფელად ამბობდა, ახლა ამას ნახევრად ხუმრობით ვიტყვი ახლა. ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინაო, პრემიერმა თქვა, თვითმფრინავის დაცლაში მივეხმარებიო. პიროვნულად მზად ვარო. ოღონდ ვინმემ მოიტანოს და სიტყვები არ იყოს მხოლოდ ამის უკან და ეს იყოს რეალობაო”,– ამბობს კულუმბეგოვი მთავარი არხის ეთერში.