საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს, თხოვნით მიმართა, რომ ჩაერთოს ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში, რათა დროულად დაბრუნდეს, რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი გახელაძე ოჯახში. ამის შესახებ ინფორმაციას გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრი აცრცელებს.
“პატრიარქის სახელით, გაიგზავნება წერილი რუსეთის პატრიარქისა და ეკლესიისადმი, რომ უკვე მათ თავისი მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი, რამეთუ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზაზა არის დაკავებული რუსეთის სასაზღვრო მოსასმახურეების მიერ”, – თქვა მეუფე ანდრიამ.
მისივე განცხადებით, ილია მეორეს ამ თხოვნით გახელაძის ოჯახმა მიმართა.
ხვალ, 23 ივნისს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დაბადების დღეა.