გელა ხასიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

კოალიცია ცვლილებისთვის  წევრს, გელა ხასიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს – გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.

“12 დღით ჩამსვეს. ყოჩაღ ლომებო” – წერს ხასაია.

ის 31 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით დააკავეს. პოლიცია გელა ხასაიას გაჩხრეკას ცდილობდა, რაზეც მან უარი თქვა.

ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული.