გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში პეტრიაშვილი 20 წლის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა 6:3 ანგარიშით გაიმარჯვა.

პეტრიაშვილის ვერცხლის მედალი გარანტირებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ხვალ ოლიმპიადაზე მე-8 მედალს მოიპოვებს.

გენო პეტრიაშვილის ფინალური ბრძოლა ხვალ გაიმართება.