გერმანიამ დაამტკიცა უკრაინისთვის 88 ცალი ლეოპარდ 1-ის ტიპის ტანკის მიწოდება მთავარი საბრძოლო ტანკების სამრეწველო მარაგებიდან. განცხადება მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა გააკეთა და დაადასტურა, რომ ლიცენზია გაცემულია.
მთავრობამ იარაღის მწარმოებელ კომპანია Rheinmetall-ს უფლება მისცა, უკრაინელებს 100 მილიონი ევროს ღირებულების ტანკები გადასცენ.
გასულ კვირას გერმანიამ უკრაინისთვის ევროპულ კოალიციასთან ერთად 80 ლეოპარდ 2-ის გადაცემის შესახებ გამოაცხადა, აქედან 14 უკრაინელებს უშუალოდ გერმანული მარაგებიდან მიეწოდებათ.
უკრაინელებისთვის გადასაცემ ლეოპარდებს ჯერ შეკეთება სჭირდება.