გერმანიასთანაც გვქონდა ომი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ -ნინო ანანიაშვილი

მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქონდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ, – ამბობს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იმის არგუმენტად, რომ ის 2021 წლიდაბ ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ანანიაშვილი ამბობს, რომ ის ელის კრიტიკას და ამისთვის მზად არის.

„მე ველი კრიტიკას, მაგრამ მე ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას, აქ ვიქნები თუ იქ, არ შევიცვლი და ამაზე ხშირად მისაუბრია. 15 წელია არც წარმოდგენა გამიმართავს იქ და სულ უარს ვამბობდი. მაგრამ მე მაინც პოლიტიკური სიტუაციის მიღმა განვიხილავ ამ ყველაფერს. ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე ვცეკვავდი რუსეთში, რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია. ახლა ალბათ ყველას ყველაფერი დაავიწყდება და არც გაიხსენებენ ამას. არც ჩემს გამოსვლებს იგივე ამერიკული მედიით, სადაც მე მუდამ საქართველოს დაცვის პოზიციიდან ვლაპარაკობდი. კიდევ ვიმეორებ, მე არ მივდივარ მხოლოდ იქ. მე ისევ ვრჩები საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელად და ვიქნები ნოვოსიბირსკის ბალეტის ხელმძღვანელიც. ასე ჩაიწერება ჩემს CV-შიც. და მე მოველი, რომ შემოტევა იქნება პირადად ჩემი მისამართით, მაგრამ მზად ვარ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქნდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ. სხვათა შორის, სპეციალურად დავთანხმდი იმიტომაც, რომ ეს არ იყო დიდი ქალაქი. თუმც კი, ციმბირია, საკმაოდ რთული მხარე და ყველა გამოწვევა გავიზრე – ოღონდ იმ მოტივით, რომ საქმეს კი არ გავაფუჭებ ამით, არამედ პირიქით”, – ამბობს ნინო ანანიაშვილი.

უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემები დაუბრუნა, რადგან ისინი არ მუშაობდა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  დასავლეთს უკრაინაში თანამედროვე შეიარაღების გაგზავნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა,...

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს – მიშელი

"ერთის მხრივ ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინას...

ყველა საპარლამენტო განხილვას დავესწრებით, რომელიც ეხება ეროვნულ ინტერესებს – ბეჟაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული უკვე არის, განსაკუთრებით 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე...

კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები-მელია თაკო ჩარკვიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტია “კანონი და სამართალი“–ს ლიდერის, თაკო ჩარკვიანის...

იტალიაში ქართველი ქალი დაჭრეს

იტალიის ქალაქ ბარიში სახლში მყოფი 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს...

უკრაინაზე მეტად მშვიდობა სხვა არცერთ ერს არ სურს, მაგრამ მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა –...

“თუმცა რუსეთი ცდილობს უკრაინა გაანადგუროს, მისი აგრესია არა მხოლოდ უკრაინას ეხება. რუსეთის ფედერაცია ცდილობს...

“გვარამია არ არის დაჭერილი ავტომობილის მოხმარებისთვის, ის დაჭერილია საკუთარი ტელეკომპანიის 7 მილიონით გაძარცვისთვის” –...

"რაც შეეხება დამნაშავეების გათავისუფლებას ეს არ არის 12 პუნქტიანის შემადგენელი ნაწილი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა,...

ბირთვული იარაღის განთავსება შეესაბამება საერთაშორისო სამართლის დებულებებს – ბელარუსი

"ბელარუსსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით ხორციელდება. ბელარუსი პილოტების მომზადება,...

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ამხელს

ტაბულას ჟურნალისტი მაკო ჯაბუა ფეისბუქზე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას, როცა სამსახურის დაწყების მიზნით შალვა რამიშვილთან ოფისში მივიდა. ჟურნალისტის თქმით შალვა რამიშვილის მხრიდან ის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...