გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კერნისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ინიციატივას არ შეუერთდება.
„პალესტინის სახელმწიფოს შესაძლო აღიარების შესახებ ფედერალური მთავრობის პოზიცია ნათელია. კანადამ ეს იცის. ჩვენ ამ ინიციატივას არ შევუერთდებით. ვთვლით, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ არის“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
ცნობისთვის, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კერნიმ განაცხადა, რომ სექტემბერში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.