გერმანული დაზვერვის ცნობით, რუსეთს კიდევ 1 მილიონი ადამიანის მობილიზება შეუძლია

გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა განაცხადა, რომ ომისთვის რუსეთს მილიონამდე ჯარისკაცის მობილიზება შეუძლია. ამის შესახებ ბრუნო კალმა,  Redaktionsnetzwerk Deutschland-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, თავიდან რუსეთს სჯეროდა, რომ მეზობელ ქვეყანაზე კონტროლის დამყარება მცირე რაოდენობით “ზუსტი სამხედრო, საკმაოდ სიმბოლური და დემონსტრაციული ქმედებებით” შეეძლო. თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რამაც უკრაინულ მხარეს მნიშვნელოვანი სიტუაციური უპირატესობა მისცა.

“რუსეთის შემდგომი მობილიზაციის პოტენციალი არის მილიონამდე ადამიანის რეზერვი, თუ კრემლი ამას საჭიროდ ჩათვლის”, – განაცხადა BND-ის ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა.