“მასწავლებელი მოკლეს, მასწავლებელი, რომელიც ქართველ ბავშვებს ასწავლიდა და ამზადებდა მომავალი გამოწვევებისთვის. მადლობა მას ამისთვის და გვაპატიე, მასწავლებელო , რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული. გვაპატიონ შენმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, მოსწავლეებმა, თანამშრომლებმა.
ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ და დაისაჯოს დამნაშავე.
მასწავლებელი მოკლეს, გვაპატიეთ მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით…”
წერს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა. ცნობისთვის, დღეს მთაწმინდაზე ავსტრალიის მოქალაქე, 31 წლის დაკარგული ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ის საქართველოში 1 წელზე მეტია ცხოვრობს და ინგლისურის მასწავლებლად მუშაობს.