“ჩვენ გვქონდა შეკითხვები მის საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე დროისა და ბრალდებების შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ თვალყური ვადევნოთ სახალხო დამცველის ამ ანგარიშებს, რომელიც ამბობს, რომ იყო ნიშნები პოლიტიკური დევნის. ეს არის ფართო საკითხი მედიათავისუფლების. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა რეპუტაცია ქვეყნის, რომელსაც ჰქონდა ძლიერი მედიაგარემო. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მცირდება ბოლო პერიოდში და ეს შეშფოთების საგანია”
განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში”.