გვარამია აცხადებს, რომ პროკურორებს “გამოკვლევებულები” უწოდა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია საქართველოს პროკურატურას პასუხობს და აცხადებს, რომ პროკურორებს “გამოკვლევებულები” უწოდა.

“საქართველოს პროკურატურავ, მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე. ბევრჯერ მომიყოლია და თქვენთვის გავიმეორებ.

ერთხელ ბიუროს სხდომაზე, ქალბატონო ელენეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა, ქალბატონო ელენე, თქვენ მგონი გამოსაკველევბი ვართო. ამაზე ქალბატონმა ელენემ უპასუხა, ბატონო ზურაბ, ჩვენ კველანი ისედაც გამოკვლევებულები ვართ.

გუშინ, პროცესზე, პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ყველანი გამოკვლევებულები არიან.

კადრებში ნათლად ისმის, რას მპასუხობს ამაზე პროკურორი – ეს რა შეფასებაა – ანუ გაიგონა და არ გამორჩენია. თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი სკაბრეზული სიტყვა ვიხმარე, პროტესტი როგორ არ გაუჩნდა პროკურორს? იქვე იჯდა სამი მოსამართლე და კიდევ ორი პროკურორი.

მინდა იგივე ვაცნობო საქართველოს იურისტთა ასოციაციასაც. ვნახოთ, იურისტის ლიცენზიას ჩამომართმევენ ან შემიჩერებენ თუ არა მოკვლევის ვადით, რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს – მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე”, – აღნიშნავს გვარამია.

მისივე თქმით, უკანონო გადაწყვეტილება იქნება, თუ მას პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე შემდეგი სასამართლო სხდომიდან გააძევებენ.

“იგივეს ვაცნობებ სასამართლოს. ვნახოთ, მიიღებენ თუ არა უკანონო გადაწყვეტილებას და გამაძევებენ თუ არა სხდომიდან. რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს – მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე”, – ამბობს გვარამია.

როგორც ის აღნიშნავს, სრულიად ცხადია, თუ რას ემსახურება მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმის აღძრა. გვარამიას თქმით, პროკურატურამ ამ განცხადებით მხოლოდ იმას მიაღწია, რომ საზოგადოება “მორიგ ჯერზე დასცინის”.

“რაც შეგეხებათ თქვენ, საქართველოს პროკურატურავ, თქვენი აღძრული კიდევ ერთი საქმე სრულიად ცხადია რას ემსახურება და სრულიად ცხადია, რა მიზანს ისახავს.

გულწრფელად, არც მაინტერესებს, მით უფრო, არ მეშინია. თალეთ კომბლებივით ეგ საქმეები და ჭერში აწყვეთ. ამ განცხადებით მხოლოდ იმას მიაღწიეთ, რომ საზოგადოება მორიგ ჯერზე დაგცინით და ასევე ჩირქი მოცხეთ საკუთარ უწყებას და თანამშრომლებს, რომლებიც ჩემს მიერ დაჩმორებულ და დაშინებულებად გამოიყვანეთ.

ps. ამ კვირაში უკვე სამოქალაქო წარმოებაც დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ და ორწელიწად ნახევრის წინ რ2-ის 9%-ის მოწილე ნინო ნიჟარაძის მიერ შეტანილი და თაროზე შემოდებული სარჩელი გააცოცხლეს და ამხელა დროის შემდეგ, კვლავ პირველად ჩანიშნეს სხდომა. არც მე არც ადვოკატებს და სხვა ფიგურანტებს საქმის შინაარსიც კი არ გვახსოვს”, – ამბობს გვარამია.

 

ნიკა გვარამიას მიერ პროკურორების შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

რუსეთში იძულებით 1,3 მილიონზე მეტი უკრაინელი გადაასახლეს – უკრაინის სახალხო დამცველი

"გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელთან განხილვის თემა იყო 1 მილიონ 300 ათასზე მეტი უკრაინელის რუსეთში...

გვარამიას განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა – Amnesty International

"განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა" - ასე აფასებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია,...

რუსეთი ”აზოვის” ბატალიონის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს

რუსეთის გენერალური პროკურატურა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს მიმართავს, "აზოვის" ბატალიონი  "ტერორისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადოს და რუსეთის...

გელით ყველას, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთში დაბრუნება – ხვალ, 19:00 საათზე მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება

18 მაისს, 19:00-ზე, მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება....

პოლიციამ გიორგი მჟავანაძე დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – “სირცხვილია”

მოძრაობა "სირცხვილიას'' დირექტორი გიორგი მჟავანაძე პოლიციამ დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას ამის შესახებ...

შერჩევითი სამართალი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ არჩევანს – ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება გვარამიაზე

''მთავარი არხის'' გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს ავრცელებენ და აღნიშნავენ,...

მოგვცით ნებართვა სააკაშვილის პოლონეთის კლინიკაში გადმოყვანის, ხელისუფლება მკურნალობაში ხელს უშლის – პოლონელი დეპუტატი “ოცნებას”...

"მოგვცით ნებართვა სააკაშვილის პოლონეთის კლინიკაში გადმოყვანის"- ასე მიმართავს, პოლონელი დეპუტატი მალგოჟატა გოშევსკა "ქართულ ოცნებას....

ივანიშვილს ბოლო სახლიც რომ წაართვან, საქართველოში ომს არ დაუშვებს, ქალებს და ბავშვებს არავის დაახოცინებს...

"ივანიშვილს ბოლო სახლიც რომ წაართვან, საქართველოში ომს არ დაუშვებს, ქალებს და ბავშვებს არავის დაახოცინებს"...

უსახლკარო მილიარდერი– აბრამოვიჩს სახლი პორტუგალიაშიც დაუპატიმრეს

პორტუგალიის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის სახლი დააპატიმრა, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა. ამის შესახებ გაზეთი Público წერს. სახლი ალგრავის რეგიონში, ქალაქ კინტა–დუ–ლაგუში, პორტუგალიის სამხრეთით...

ერთ–ერთი მთავარი მიზეზი,რის გამოც ადამიანები წონაში ვერ იკლებენ – ახალი კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცუდი ძილი შეიძლება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას უშლიდეს ხელს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან უფრო...

“ბარემ ზელენსკის “ოსკარი“ მიეცით და მუხლი მოიყარეთ უკრაინის წინაშე“–თინა კანდელაკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებით აღშფოთებულია

ერთ–ერთი რუსი პროპაგანდისტი, რუსული გაზპრომ მედიას დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra–მ ევროვიზია 2022–ის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ამის...