გვარამია შეთანხმებაზე ხელმომწერებს: კეთილი ინებეთ და მელია ციხიდან გამოიყვანეთ

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეთანხმებაზე ხელმომწერ პარტიებს მოუწოდებს, საკუთარ მორალურ დილემას თავად გაუმკლავდნენ და ნიკა მელია ციხიდან მორალურად გამარჯვებული გამოიყვანონ.

“ასეთი არაფერი გამიგია. საკუთარი მორალური დილემის სინდისის პატიმარზე გადაკისრება! მართლა ხომ აქვს ყველაფერს საზღვარი?! ციხეში მყოფი კაცის მორალური დატერორება ყველა განზომილებით, მიზანშეწონილობით თუ სხვა თვალსაზრისით არის უკიდურესად არასწორი საქციელი (ძალიან რბილი შეფასებით).

მიიღეთ გადაწყვეტილება მელიას გარეშე? მოაწერეთ დოკუმენტს ხელი მთავარი ოპოზიციური ლიდერის გარეშე? კი ბატონო, უკომენტაროდ. მაგრამ ახლა კეთილი ინებეთ და ციხიდან გამოიყვანეთ და საკუთარ მორალურ დილემებს თავადვე გაუმკლავდით!

სტრატეგია თქვენ აირჩიეთ და ახლა ტაქტიკა მელიას “შეეტენა”? ეგრე ვერ გამოვა, ძმებო და დებო. ხომ ამბობთ, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ? ხოდა ახლა თქვენი გადაწყვეტილების იმპლემენტაციისთვის სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილებაც მიიღეთ. პრინციპული პოზიციით მიაღებინეთ ქართულ ოცნებას ყველასთვის მისაღები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ქართულ ოცნებას მიაღებინეთ, და არა სინდისის პატიმარს! ფაქტი ერთია – ნიკა მელია ციხიდან უნდა გამოვიდეს და გამოვიდეს მორალურად გამარჯვებული”,– წერს გვარამია Facebook–ზე.

 

ჭიჭინაძე ხელმომწერებს: გემი ჩაძირეთ, გადახტით და ახლა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვით?!

"არჩევნებზე მედლებს არ არიგებენ! ამიტომ, მათ მინდა ვუთხრა, მესამე ძალის შექმნა ვინც გამოგვიცხადა და...

თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღანელი დააკავა. უწყების ცნობით, ისინი უნებართვოდ და...

“მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის ჩანაცვლების პროცესი“–ზურაბიშვილი ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლაზე

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყოს,...

პირველი არხის წამყვანი: ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერის

პირველი არხის ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე დავით-გარეჯის თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ფილმის გამო ივერი...

ვასაძე: რუსეთს უწევს ყოველ წელს $1.5 მილიარდამდე აჩუქოს ცხინვალსა და აფხაზეთს, მძევალია

"რუსეთი რეალურად ისეთივე მძევალია შექმნილი ვითარებისა , როგორც ჩვენ. მას უწევს ყოველ წელს მილიარდ-ნახევარ...

ვასაძე: რუსეთში წილი მაქვს მაღაზიების ქსელში, ვაპირებ, გავყიდო

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამბობს, რომ რუსეთში ბიზნესწილს ფლობს, თუმცა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გაყიდვას აპირებს. "მე...

აშშ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთგულია – ბლინკენი

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, პირობა დადო, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინის...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

აშშ–ში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტის აკრძალვას გეგმავენ

აშშ–ს კვების პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტების წარმოებას და გაყიდვას მთლიანად აკრძალავს. ამ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...