“რატომ ვერ მოხდა საქართველოში ლუსტრაციის კანონის მიღება ვერცერთი ხელისუფლების მიერ? მას ასეთი ახსნა ჰქონდა:

– სამოქალაქო ომის, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ომის, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა და ქვეყნის მოსახლეობის პოლარიზების გამო აგენტების გამომზეურება (რომელიც არ იქნებოდა პროცენტულად გერმანულ “ შტაზთან” მოთანამშრომლეთა ნაკლები), ააფეთქებდა ქვეყანას.

-არქივი გატანილი იყო რუსეთში და ძალიან ძნელი იყო მხოლოდ დაბჭოთა კაგებეს ქართული განყოფილების კადრების მეხსიერებაზე დაყრდნობა. თანაც, რუსეთს შეეძლო სერიოზული გავლენის მოხდენა ამ პროცესზე (ყალბი დოსიეების შემოგდება).

ამას ემატებოდა ისიც, რომ პოლიტიკური პროცესის მონაწილეები, ხელისუფლება, არ იყო მონდომებული ლუსტრაციით, რადგან მოსალოდნელი იყო ყველა მხარეს აღმოჩენილიყო ფარული აგენტების საკმაო რაოდენობა.

გავიდა 30 წელი. სახელმწიფო ინსტიტუტები მეტნაკლებად ფუნქციონირებს, არსებობს იმ წლებთან შედარებით უკეთესი საკანონმდებლო ბაზა, არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილება, აგენტების დიდი ნაწილი ან გარდაიცვალა ან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოსცილდა.

ყოველივე ზემოთქმული გვაძლევს შესაძლებლობას, მიღებული იქნას კანონი ლუსტრაციის შესახებ.
ოფიციალური არქივისა და დიდი დროის გასვლის შემდეგ, მოწმეებისა და ინფორმაციის მატარებელი პირების შემცირების გამო, ეს პროცესი არ იქნება სრულყოფილი და მასშტაბური, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც საჭიროა.

ლუსტრაციის ჩაუტარებლობამ დაუსჯელობის განცდა გაუჩინა ადამიანთა ზოგიერთ კატეგორიას, წაახალისა ისინი და უკვე საბჭოთა აგენტების ნაცვლად რუსეთის აგენტები გაჩნდნენ ქვეყანაში.

ხელისუფლებაში თუ პოლიტიკაში ყოფნის ყველა ეტაპზე, ვიყავი ლუსტრაციის მომხრე”

წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე Facebook-ზე.