გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი – ივანიშვილი

ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყანისთვის აეცილებინა კრიზისი, რაც სავსებით შესაძლებელი იყო და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პოლიტიკოსები არათუ ბრძოლის ველიდან, არამედ ქვეყნიდანაც გარბოდნენ.

„გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს. სულ ახლახან, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი უბრალოდ ხავსს ეჭიდება – მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ 8-წლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ. მე მჯერა, ჩვენს ხალხს აქვს იმის სიბრძნე, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი.ხალხს მეტი სიცხადე სჭირდება, მეტი სიახლოვეა მათთან საჭირო. ჩვენ კარგად ვიცით რეალობა, რომ ხალხს ჯერ კიდევ უჭირს. ამ გაჭირვების გამომწვევი ობიექტური მიზეზების განმარტება, მათ ყოფას ვერ აუმჯობესებს. ქვეყნის წინსვლას არა აქვს ფასი, თუ თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი ეკონომიკურად არ მოძლიერდა. ეკონომიკური წარმატება და კეთილდღეობა პირველ რიგში, განათლებით მიიღწევა. სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაში დახარჯვის შესახებ. განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა – სწორედ ეს იქნება ქართული ოცნების სამოქმედო გეგმა და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში. ამის მყარი საფუძვლები ჩვენ უკვე ჩაყრილი გვაქვს და მას ახლა განმტკიცება სჭირდება,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს, ქართულ პოლიტიკას ახლებური ხედვა და ამავე დროს გამოცდილი გუნდი სჭირდება.

„ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით არიან შეკრებილი ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც პროფესიონალიზმი და გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ხალხი, რომლისთვისაც დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ,,ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი, ხალხს, ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს ემსახურება. მოდით, კვლავაც ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა! კვლავაც ერთად ვიაროთ წინ ევროპისკენ! კვლავაც ერთად ვაშენოთ დემოკრატია! კვლავაც ერთად ვიაროთ ჩვენი ერთიანი და ძლიერი, ჩვენი საოცნებო საქართველოსკენ!კვლავ ერთად, საქართველოს წარმატებისთვის!“- აღნიშნა ივანიშვილმა.

არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს ველოდებოდე, გამოირიცხა მღელვარებაც – სანიკიძე

უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ სანქციების მოლოდინი არ აქვს. "არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს...

ნიკა მელიაც უდანაშაულოდ დააკავეს და მეც – ივერი მელაშვილი ოპოზიციის აქციაზე მივიდა

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი ოპოზიციის აქციას შეუერთდა. მისი თქმით, ის ნიკა მელიას მხარდაჭერას...

ოპოზიციის აქციის გამო თბილისის 15 ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობის მიმდინარეობის გამო თბილისის...

ახლა ძალიან დაკავებული ვარ, ჩართვა მაქვს იაპონიასთან – ელისო ბოლქვაძე

ქართული ოცნების დეპუტატი ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა პროკურატურის შეთავაზება სამართლებრივად გამართული. მისი თქმით,...

მელია თვითონვე ჰყავთ ძალით ჩასმული ციხეში – ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია ციხეში...

არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასსა და ნიკა მელიას...

თუ მელიას მიზანი ციხეში მემუარების წერა და განათლების გაღრმავებაა, ვერ შევზღუდავთ – ღუდუშაური

უმრავლესობის წევრი ალიდა ღუდუშაური ამბობს, რომ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებით ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. მისი განცხადებით, თუ...

საქართველოს ეკონომიკა იანვარში 11.5%-ით შემცირდა

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო