“ჩვენი ომის, აგვისტოს ომის შემდეგ, სადაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები დაიღუპნენ, ათიათასობით ახალი დევნილი მივიღეთ ჩვენი ქვეყნის შიგნით, რამდენიმე თვეში ამ ომის შემდეგ, გახსოვთ, რომ ჯერ მანამდე კაპიტულანტურ რეზოლუციას ხელი მოაწერინა სააკაშვილმა თავის გუნდის წევრებს, გახსოვთ რომ აბსოლუტურად არავითარი კამპანია უწარმოებიათ არც სანქციების დაწესებაზე, არც რაიმე შეზღუდვაზე, არაფერზე საერთოდ. ამის შემდეგ, ჯერ გადასცეს სტრატეგიული ობიექტები, ენერგეტიკული ობიექტები, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, შემდეგ გახსოვთ, რომ ცალმხრივად მოუშალეს სავიზო რეჟიმი და გახსნეს ფრენები. ჩვენი ომის შემდეგ მეგობრებო და დღეს გვეუბნებიან, რომ იმის გამო, რომ უკრაინაში არის ომი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაჩეროთ, ჩვენი ხალხის მდგომარეობა უნდა გავაუარესოთ, ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე არ უნდა ვიფიქროთ, და რაც მთავარია, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე. ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენ საერთო დიდ ეროვნულ მიზანთან რაც არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება”.
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.