„9 პრიორიტეტი შესრულდება, ჩვენ წარვადგენთ დეტალურ გეგმას იმასთან დაკავშირებით, როგორ ვხედავთ კონკრეტულად თითოეული პუნქტის შესრულებას. რაც შეეხება ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას, ეს თავად სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული, რაც დამტკიცებულია სამთავრობო კომისიის ფორმატში, შეგვიძლია თითოეული პუნქტი დეტალურად წარვადგინოთ, როგორ არის ეს პუნქტები ასახული და ამის მიხედვით, მყისიერად დაიწყება ცხრავე პრიორიტეტის განხორციელება. ინტენსიურად წარიმართება სამუშაო პროცესი იანვრიდან, პარლამენტი სამუშაო პროცესში აქტიურად იანვარ-თებერვალში ჩაერთვება. შესაბამისად, ცხრავე პრიორიტეტის შესრულება უზრუნველყოფილი იქნება იმისათვის, რომ მომდევნო ეტაპზე გადავიდეთ, გაიხსნას მოლაპარაკებები და ა.შ. ეს შრომატევადი პროცესია, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გაწევრიანებას არაერთი და ორი წელი სჭირდება, მაგრამ მთავარია, ჩვენ თანმიმდევრულად ვიაროთ ამისთვის.
ჩვენ როგორც გვითხრეს, მომავალ წელს, დეკემბერში იქნება განხილული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი საქართველოსთვის, ჩვენ მანამდეც და უფრო ადრეც, ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საქართველოს გზა გაიხსნას, ამისთვის დაწყებულია 9 პრიორიტეტის შესრულება და ინტენსიურად გაგრძელდება. ჩვენ უფრო ადრეც ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსნას. ყველამ იცის, რომ რეალურად ყველა თვალსაზრისით, საქართველო წინ უსწრებს, როგორც უკრაინას და მოლდოვას, ისე მთელ რიგ კანდიდატ სხვა ქვეყნებს, რომლებთანაც მოლაპარაკეები უკვე გახსნილია. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დეკემბრისთვის თავიდან ბოლომდე მზად ვიქნებით მოლაპარაკებების გასახსნელად“
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.