გვინდა 5000 ავადმყოფი დღეში? თუ დავიცავთ წესებს, არ იქნება კატასტროფული მატება – იმნაძე

“გვინდა 5000 ავადმყოფი?”,– ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და საზოგადოებას მოუწოდებს, წესები დაიცვან.

“მე მგონი, ცოტა პრობლემები გვაქვს, უცებ გვავიწყდება ხოლმე რაღაცები. სულ რაღაც 1 თვის წინ რა ხდებოდა ქვეყანაში. ამას გავუძელით, გადავიტანეთ, მე მგონი არავის გვინდა ამის გამეორება. მესამე ტალღა ეს არის, სხვა კი არაფერი – ისევ იქნება 5000 ახალი პაციენტი დღეში და შესაბამისი რაც ლეტალობა მოჰყვება ხოლმე ამას. ჩვენ გვინდა 5000 ავადმყოფი? გვინდა თუ არ გვინდა?”,– ამბობს იმნაძე ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, თუ წესებს დავიცავთ, კატასტროფული მატება არ იქნება.

“ჩვენ კარგად გვახსოვს, ნოემბერში როგორ ვიქცეოდით ყველა ამ ქვეყანაში, რას ვაკეთებდით, რატომ დაგვარტყა ასე. ახლა თუ ასე არ მოვიქცევით და დავიცავთ წესებს – გვეკეთება პირბადე, დავიცავთ დისტანციას, მერე რაღაცა აქტივობები შეიძლება, ოღონდ წესების დაცვით. თუ ამ ყველაფერს შევასრულებთ, რა თქმა უნდა, შეიძლება მეტება გვქონდეს, მაგრამ ეს არ იქნება კატასტროფული მატება, რომელიც იყო ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში”,– აღნიშნავს იმნაძე.