საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ონში მისასვლელი გზის ჩამოშლას ეხმაურება და აცხადებსს, რომ ერთ-ერთ მონაკვეთზე გზა ბზარების გაღრმავების გამო, ხელოვნურად ჩამოშალეს და მოძრაობას აღადგენენ. გზების დეპარტამენტი ასევე ამტკიცებს, რომ შემთხვევა არ უკავშირდება ახალ გზას და საუბარია შიდა სახელმწიფოებრივ მონაკვეთზე.
“მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, აღნიშნულ მონაკვეთზე, ჩამოიშალა მიწის მცირე მასა. რის შემდეგაც, უსაფრთხოების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთ ზოლში.
დაკვირვების შემდგომ გამოიკვეთა, რომ გზის სავალ ნაწილზე არსებულმა ბზარებმა მოიმატა, შესაბამისად მიღებული იქნა გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ავტოტრანსპორტის უსაფრთხო განვლადობა”, – ნათქვამია განცხადებაში.