გია ხუხაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. მისი თქმით, ეს ერთჯერადი პროექტი იქნება.

“მე თუ პოლიტიკურ პროექტში მივიღებ მონაწილეობას, ეს იქნება ერთჯერადი მონაწილეობა, არ არის პოლიტიკა ჩემი საქმე, რომ გრძელვადიან კარიერაზე ვიფიქრო და არც იმ ასაკში ვარ, რომ ამ მიმართულებით ვიფიქრო. თუმცა, როგორც ერთჯერად პროექტში მონაწილეობას მივიღებ, იმისათვის, რომ აღდგეს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი. იმიტომ რომ კობახიძე, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ზუსტად ამ მიმართულებით ყველაფერს.

ახლა რა ფორმით, ვისთან, როგორ, ახალი პროექტი დაიბადება თუ რაიმე არსებულ კონფიგურაციაში მოხვდება ეს ყველაფერი, ამაზე ჯერჯერობით არ მიფიქრია. უპარტიო საქართველო უნდა გააქტურდეს, იმიტომ რომ არსებული პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, ვერ ფარავს იმ მოთხოვნილებას, რაც პოლიტიკურ ბაზარზე გვაქვს”,– ამბობს გია ხუხაშვილი მთავარი არხის ეთერში.

მან რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილთან პიროვნული ვალდებულება ჰქონდა, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა ახლა ვალდებულებამ ძალა დაკარგა.

“მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, მქონდა პიროვნული ვალდებულება, არ მიმეღო მონაწილეობა მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში. კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის აბსურდი და მაღალი სახელმწიფოებრივი რისკების სერიოზული ფაქტორი.

შესაბამისად, ერთის მხრივ პირადი ვალდებულება ძალას კარგავს და მეორეს მხრივ ჩნდება ამ ტრაგი-კომიკური სცენარის აღკვეთის საზოგადოებრივი ვალდებულება. ეს მოცემულობა განაპირობებს ჩემს შემდგომ ნაბიჯებს”,– წერს ხუხაშვილი.

“ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ.. თუ იმუშავებ არ იშიმშილებ” – ხათუნა ბოკუჩავა

"ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ.. თუ იმუშავებ არ იშიმშილებ"  – ეს განცხადება...

აპირებდა საქართველოს დატოვებას რუსეთის მიმართულებით – შსს კასპში დაკავებულ თავდამსხმელზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო კასპში, ერთ-ერთ საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.უწყების ინფორმაციით,...

საერთაშორისო პარტნიორები ან უნდა დაარწმუნო რომ მართალი ხარ, ან დაუჯერო და შეხვიდე პარლამენტში –...

ან უნდა დაარწმუნო საერთაშორისო პარტნიორები რომ მართალი ხარ, ან დაუჯერო მათ რჩევას და შეხვიდე...

საერთაშორისო ასპარეზზე გავრილოვის ღამეს არ შეუსუსტებია ქვეყნის პოზიციები, პირიქით – გია ვოლსკი

"საერთაშორისო ასპარეზზე გავრილოვის ღამეს არ შეუსუსტებია ქვეყნის პოზიციები, პირიქით"- ამის შესახებ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა...

„განსაკუთრებული ემოციებითაა დატვირთული დღევანდელი დღე“ – კახი კალაძე

განსაკუთრებული ემოციებითაა დატვირთული დღევანდელი დღე – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა,...

ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლა ივანიშვილისადმი მადლობით დაიწყო

ქართული ოცნების თამვჯდომარის პოსტზე ახლადარჩეულმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლა, ბიძინა ივანიშვილისადმი მადლობით დაიწყო. "ჩემი გამოსვლა...

პირველი არხის ყოფილი დირექტორი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის ყოფილი დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი გახდა. ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზია 2020...

ქართულმა ოცნებამ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაიზარდა...

სხვა სიახლეები

“სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ“– გვარამიას მუსულმანებისთვის ბოდიშის მოხდას თხოვენ

ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც ივანიშვილის ბოლო წერილს ეხებოდა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ივანიშვილი “პარტიულ მედიაზე“ საუბრობს. მას გვარამიას გვარი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო