საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, რომელიც საქართველოში 10 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებულია და საქართველო წლების წინ დატოვა, გიგი უგულავას განცხადებას ფეისბუქით პასუხობს:
“მინდა გამოვეხმაურო ტვ პირველის ეთერში გიგი უგულავას გაკეთებულ განცხადებას: “არავითარი მეგისი არსად აღარ დაბრუნდება, წერტილი უნდა დავუსვათ ამას, წარსული აღარ დაბრუნდება”. – არ ვიცი რა იგულისხმა უგულავამ, მაგრამ თუ ის გულისხმობს რაიმე თანამდებობაზე ჩემს დაბრუნებას, მინდა დავამშვიდო იგი და სხვებიც, რომ არანაირ თანამდებობაზე დაბრუნებას არ ვაპირებ და არც არანაირი სურვილი არ მაქვს, ხოლო რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, მე აუცილებლად დავბრუნდები, რადგან ვიყავი, ვარ და ვიქნები: “მუდამ საქართველოს ქომაგი” !!!
რა “საქმეებიც” არუნდა “შეკერონ” ჩემს მიმართ ყველას მოტივი იქნება ერთი: “ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, ვინაიდან სხვა მოტივი არც არასოდეს მქონია და არც მექნება. უგულავა კი ყოველთვის “ბიუჯეტის ვირთხა” -დ დარჩება, რომელიც მზადაა ყველა გაწიროს საკუთარი “ტყავი”-ს გადასარჩენად.“– წერს მეგის ქარდავა.