პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრად დაინიშნა. ღარიბაშვილის თქმით, წინა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
- “ბატონი გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი, მას აქვს კარგი, ღირსებული განათლება მიღებული, იგი სწავლობდა აშშ-ში, შემდეგ გერმანიაში. […] მას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, არის ასოცირებული პროფესორი. აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება, იგი გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ბევრ წარმატებას მიაღწია”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.