“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი ვაშაძეზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე უცნობი ადამიანი გიორგი ვაშაძისთვის სავარაუდოდ სახრახნისის დარტყმას ცდილობდა. არსებობს თავდასხმის მცდელობის ამსახველი ვიდეომასალაც.
“ვიდექი ვსაუბრობდი, უბრალოდ, დამესხა თავს. ამას მირტყამდა, ჯერ ზურგში დამარტყა, აქ მოვედი გონზე და ყელში უნდოდა დარტყმა. ოდნავ დაზიანება მაქვს, მაგრამ წარმოუდგენელია. რა უნდოდა, ვერ გავიგე. მკვლელობა უნდოდა, როცა ამ იარაღს გირტყამს ყელში ადამიანი თუ რა უნდოდა? მე ერთ რამეს ვეუბნები ივანიშვილს, რომ არაფერი გამოგივათ და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. ეს პიროვნება კი, ამ ვიდეოზე აღბეჭდილია, მისი სახე აღბეჭდილია, ეს პიროვნება თვითონ მისცემს ჩვენებას”, – ამბობდა გიორგი ვაშაძე ფორმულას ეთერში.