გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

შესაბამის საკითხზე უწყებაში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. საქმე ეხება მოქალაქე ვერონიკა არონიას განცხადებას, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ 4 პირის საუბარს შეესწრო, რომელიც შაქარაშვილის საქმეს შეეხებოდა. პროკურატურის შეფასებით, აღნიშნულმა მოქალაქემ ცრუ ინფორმაცია საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენის და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ვ.ა.-მ საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა შეგნებულად ცრუ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით, კერძოდ:

2020 წლის 15 ივლისს, ვ.ა. დაუკავშირდა მედიასაშუალებას და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი – თითქოსდა რამდენიმე საათით ადრე, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, შეესწრო 4 უცნობი პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან. მისი თქმით, თითქოს საუბრისას ნახსენები იყო შაქარაშვილისა და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პირის გვარი, რომელიც, მათივე შეფასებით, ცუდად მოიქცა. დაკავებულის თქმით, ასევე, თითქოს საუბარი იყო გაურკვეველი ნივთის გადაგდებაზე და ნახსენები იყო შემდეგი ფრაზები: „ბიჭო, შაქარაშვილების ოჯახმა კიდე კაი არ გაიგო, თორემ მაგრად დაგვარტყამდა“. „ბიჭო ის ხო გადააგდე“. ამ დროს თითქოსდა ერთმა მოსაუბრემ ხელი ჰკრა მეორეს და უთხრა გაჩუმდი“.

ვ.ა. საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოიკითხა სამჯერ, რა დროსაც გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შეხვედრის ადგილმდებარეობასთან, პირთა აღწერილობასთან, მათი საუბრის შინაარსთან და მოქმედებებთან დაკავშირებით, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ის ადგილი, სადაც თითქოსდა მოისმინა მისთვის უცნობი პირების საუბარი.

ვ.ა.-ს მიერ გამოძიებისთვის მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, დაუყოვნებლივ ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოპოვებული მოწმეთა ჩვენებების, ვიდეო-ჩანაწერების, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ვ.ა. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოსდა მოისმინა უცნობის პირების საუბარი, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში და სახლიდან არ გასულა. შესაბამისად, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სრული ინფორმაცია, რაც ეხება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს, არის ვ.ა-ს მიერ გამოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს.

ვ.ა.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ ერთ მნიშვნელოვან საკითხს: პირადი მოტივებით სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება არ არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი კომპონენტი და ამგვარი ინფორმაციის გავრცელება არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით. გამოძიების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხელს უშლის დროული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, მტკიცებულებათა მოპოვებასა და დამნაშავე პირთა მხილებას. საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში, მოახდენს რეაგირებას და გამოიყენებს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ.

ასევე, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული და ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგის თაობაზე.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას. ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას.

ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.

აღნიშნული დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას – ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს ზემოხსენებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.

ამასთან, გაცნობებთ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე პატიმრობაში მყოფი 11 ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირება არ შეცვლილა“, – განაცხადეს პროკურატურაში.

მთავრობას ლარიც გაექცა და ვირუსიც – რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ მთავრობას ლარის გაექცა და კორონავირუსით. „მთავრობამ ყველაფერი...

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო...

ბოდიში მოსახდელი არ მაქვს, ჩემთვის სიმართლე ენმ-ს ხმებზე მნიშვნელოვანია – ჯაფარიძე

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე სალომე სამადაშვილს პასუხობს, რომელმაც მას მოუწოდა, რომ ბოდიში მოიხადოს....

2019 წლის სატელიტური ფოტოები შვილს დაამუშავებინა, თითქოს ის გადაღებული იყო 2020 წლის 19 ივლისს...

"2019 წლის სატელიტური ფოტოები შვილს დაამუშავებინა, თითქოს ის გადაღებული იყო 2020 წლის 19 ივლისს"-...

დავით ფურცხვანიძემ ყალბი მტკიცებულებები დაფინანსების მიღების მიზნით შექმნა – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, დავით ფურხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები...

უნამუსო და სამარცხვინო გუნდი ხართ! ვისთან წააგეს? სტომატოლოგთან და მეთევზესთან“ – ოთარ ტატიშვილი თბილისის...

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად, ფარერის კუნძულების გუნდ "კლაკსვიკთან" 1:6 დამარცხდა....

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს სოლონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის კლინიკაში დაინფიცირების ფაქტს გამორიცხავს. მისი თქმით,...

მოვუწოდებ უგულავას და ბოკერიას, მეგობრებო, დამშვიდდით, ბოღმას ნუ ანთხევთ – ხაბეიშვილი

სამგორში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება გიგი უგულავას, რომელმაც სამარცხვინო უწოდა...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო