“გირჩი”არის პედოფილების პარტია – ანა დოლიძე

“გირჩი”არის პედოფილების პარტია – ამის შესახებ,  მოძრაობა “ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე  სოციალურს ქსელში წერს. ანა დოლიძე გიორგი ლომინაძის პოსტს გამოეხმაურა რომელიც გირჩი- მეტი თავისუფლების ჯგუფში დაწერა. ლომინაძის პოსტმა, ჯგუფის წევრების დიდი კრიტიკა დაიმსახურა რის გამოც დაარეპორტეს და წაიშალა ჯგუფის სივრციდან.
”ეს არ არის პირველი და ბოლო პედოფილური განცხადება ამ პარტიიდან. ეს არის პედოფილების პარტია და იმედი მაქვს რომ ამომრჩეველი ამ ჯერზე მაინც კარგად დაიმახსოვრებს ვის აძლევს ხმას. ყველა ბავშვზე ძალადობა და სიკვდილი ამათ კისერზეცაა. PS ერთადერთი გზა გამიჯვნის არის პარტიის პოლიტსაბჭო გამოვიდეს განცხადებით და საჯაროდ გაემიჯნოს პედოფილიის გამართლებას.”- წერს ანა დოლიძე.