გირჩი “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ განიხილავს – ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის” ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი პარტია „ქართულ ოცნებასთან” კოალიციის შექმნას არ განიხილავს. მისი განმარტებით, გირჩი კოალიციას იმ პარტიებთან შექმნის, ვისთანაც შეთანხმება აქვს გაფორმებული სხვადასხვა სისტემის რეფორმის თაობაზე.

„გირჩი” კოალიციას განიხილავს იმ პარტიებთან, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს გაფორმებული შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაპირებთ მართლმსაჯულების სისტემის, ეკონომიკისა და განათლების სისტემის რეფორმირებას. კოალიციასაც იმ პარტიებთან განვიხილავთ, ვინც ამ დოკუმენტის ხელმომწერია და არავისთან სხვასთან. შესაბამისად, არც „ქართულ ოცნებასთან”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს 10 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, რომ „ქართულ ოცნებასთან” კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.