გირჩმა ქართულ ოცნებასთან შეხვედრამდე ერთკვირიანი პაუზა აიღო

“გირჩი”, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ ოცნებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა, მმართველ გუნდს შეხვედრამდე 7 დღიან ვადას სთხოვს. ამის შემდეგ კი  შეძლებს უმრავლესობას საკუთარი გეგმა წარუდგინოს. “გირჩში” არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს და სწორედ ეს არის ერთკვირიანი პაუზის აღების მიზეზიც.

“ზოგადად გვინდა შეხვედრა “ქართულ ოცნებასთან”, შეიძლება ტელეფონითაც შევეხმიანოთ ერთმანეთს, ისე გავარკვიოთ, უბრალოდ ამბავი გადავცეთ ერთმანეთს. დანარჩენს დრო გვაჩვენებს, ჩვენ ზოგადად გვინდა რომ საზოგადოებას მალე წარვუდგინოთ გირჩის ე.წ. მესამე გზა. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვინდა პარლამენტში შესვლა, პრობლემა გვაქვს იმაში, რომ პარლამენტი არ გვაქვს, შესაბამისად კითხვა მდგომარეობს ამაში – სად შევიდეთ. უბრალოდ უნდა გავარკვიოთ “ქართული ოცნება” ისევ იგივე აზრზეა, რომ 48 ვარ მე და თქვენ 3 – ასე უყურებს საკითხს, თუ პარლამენტი მართლა პარლამენტი ჰგონია, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ რა არის საღი აზრი. ასეთი ტიპის გარანტიები თუ ქართული ოცნებისგან დაიდო, მთელი ოპოზიცია შეიძლება იქ შევიდეს,-” აცხადებს “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

“გირჩის”  ნაბიჯებს ელოდებიან უმრავლესობაში. ისინი არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს დღეებში მათთან კომუნიკაცია დაამყარონ და პოზიციები დააახლოვონ.

“იმ საკითხებზე შეთანხმების საფუძველი, რომელსაც თავად აცხადებენ საჯაროდ, არის რეალური, ვინაიდან ამ საკითხებზე ქართულ ოცნებას გააჩნია საკმაოდ კომპრომისული და თანმხვედრი პოზიციები,” – აცხადებს ქართული ოცნების წევრი გიორგი ამილახვარი.

ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს – არჩილ თალაკვაძე

"ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ თამარ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს"-  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ...

“ მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!“–მელიას წერილი ციხიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე

შარლ მიშელის დოკუმენტის ბოლო ვერსიას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს,...

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ – კელი დეგნანი

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ - განაცხადა, ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ...

ხელისუფლების პასუხი შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტზე

მმართველი პარტია, მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებული ახალი...

“ოცნების” დეპუტატებს ყავაზე დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, მათ ბავშვებსაც გავიცნობთ – მეგრელიშვილი

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იმისათვის,რომ მმართველი პარტიის წევრებთან "ადამიანური" ურთიერთობა...

პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება – მეგრელიშვილი

„საქართველოს პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება“- ამის შესახებ, პარტია "გირჩის" ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისი...

ყავლგასული ბოიკოტით არ გვიწვალებია საქართველო, პარლამენტში ჩავხედავთ თვალებში! – ალეკო ელისაშვილი

"ყავლგასული ბოიკოტით არ გვიწვალებია საქართველო, პარლამენტში ჩავხედავთ თვალებში! "- ასე ეხმაურება, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი,...

რატომ 43% და არა 50%? – მიხეილ სააკაშვილი მიშელის დოკუმენტზე

"რატომ 43% და არა 50%?"- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის გაუგებარია დასავლელი პარტნიორების მიერ...

სხვა სიახლეები

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გეშინოდეთ კორონავირუსის, როცა გაციებული ხართ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში – ცხვირში, ყელში და ფილტვებში არსებული უჯრედები სახლებია. როგორც კი ვირუსი ამ სახლების შიგნით ხვდება, მას შეუძლია კარი ღია დატოვოს...

შოუ ბიზნესი

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ვიდეო