თბილისში, გლდანში 21 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული და ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციამ დაჭრაში ბრალდებული უკვე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.