ნიკა მელი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებს და წერს, რომ მას პოზიცია ზეწოლის შედეგად შეაცვლევინეს.
“უზნეო და ამორალური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გრძელდება. ისევ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. არაადამიანური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა!
დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოცდეს! არადა მისი პოზიცია მკაფიოა – სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი!
რაც უფრო უსინდისოდ მოიქცევით – მით უფრო მწვავე ფორმას მივცემთ პროტესტს!”,– წერს მელია.
ნინო გოგორიშვილის განცხადებით, ნიკ გვარამიამ “შეცდომაში შეიყვანა” და “კითხვებზე ხელი მოაწერინა”. მისი განმარტებით, არ უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი უცხოეთში სამკურნალოდ, არამედ თქვა, რომ მისი ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი იქნება. მას გვარამიამ უპასუხა და კამერების ჩანაწერების ამოღება შესთავაზა.