გორში, ე.წ. წმინდა წყლის ბაზარში ხანძარია – იწვის ტანსაცმლის ბაზრობა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ დაშავებულებზე ამ დროისთვის ინფორმაცია მათთან არ შესულა.
უწყების ცნობით, მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
დაწესებული შეზღუდვების გამო ტანსაცმლის ბაზრობა დაკეტილია, ამიტომ უცნობია, რამ გამოიწვია ცეცხლი.