გორში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილს ეძებენ – გავრცელებული ინფორმაციით, გორის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ბიძინაშვილის შვილი, ლუკა ბიძინაშვილი თეთრმა შკოდამ წაიყვანა. სოფელ კარბის ცენტრში „შკოდის” მარკის ავტომანქანა გაჩერდა და ლუკა ბიძინაშვილი იკითხეს. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. ამ დრომდე უცნობია თუ სად იმყოფება, ლუკა ბიძინაშვილი.
“სოფელში, უბანში იყო გასული. მეგობარმა მითხრა, რომ პოლიციის მანქანა იყო, გვარი ჰკითხეს და გვარის მიხედვით დააკავეს. პოლიციიდან არავინ დამკავშირებია. ტელეფონზე ვურეკავ და არ იღებს. დაზუსტებით ის ვიცი, რომ პოლიციელი ტყვიავის პოლიციიდან არ იყო. დიდი ალბათობით, პოლიტიკური თემა იქნება, სხვა რა უნდა იყოს”. – თქვა ლევან ბიძინაშვილმა.