შსს–მ გორში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების გამო 2 ადამიანი – 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მინები დააზიანეს. სამართალდამცველებმა გ.კ. და გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,– აცხადებს უწყება.